თავში

მსოფლიო პატრიარქი ილია მეორეს სასულიერო პირების განკვეთის შესახებ წერს

მსოფლიო პატრიარქი ილია მეორეს სასულიერო პირების განკვეთის შესახებ წერს
მსოფლიო პატრიარქი ილია მეორეს სასულიერო პირების განკვეთის შესახებ წერს

საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორეს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ამერიკის საეპისკოპისოდან მღვდელმსახურების განკვეთის შესახებ წერს.

მისი თქმით, რამდენიმე სასულიერო პირი ერისკაცობის ხარისხამდე დაიყვანეს.

უწმინდესი ბართლომეოსი საქართველოს ეკლესიას აფრთხილებს, შემთხვევით არ შევიდეს მათთანნ საღვთისმსახურო ურთიერთობაში.

„უწმინდესო და უნეტარესო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსო და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტო, ქრისტესმიერო, უსაყვარლესო და უსასურველესო ძმაო და თანამწირველო, მეუფე ილია, გეხვევით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და მოგახსენებთ. ჩვენთვის ფრიად საყვარელო და დაფასებულო უნეტარესობავ, თქვენ და საქართველოს ეკლესიას, ამ ძმური წერილით ვაუწყებთ, რომ ამერიკის საეპისკოპოსოს კლერიკოსები: ეკონომოსი დუან გონსონი (Duan Gonson), პრესვიტერი დიონისე ლისტერმან იერლინგი (Listerman-Vierling), ნიკოლოზ გრაფი(Nicolas Graff), ემანუელ ხაძიდაკისი და კევინ მილსაპსი (kevin millsaps) და პრესვიტერი დიმიტრი გეორგიადისი, სვიმის სამიტროპოლიტოს კლერიკოსი უკიდურესად მძიმე კანონიკურ დანაშაულში ჩავარდნისათვის, სამღვდელო ხარისხიდან დაყვანილი იქნენ ერისკაცობამდე. ამ კანონიკურ გადაწყვეტილებას მსოფლიო საპატრიარქო აუწყებს თქვენს უნეტარესობას და ძმურად სთხოვს, რათა, როგორც განძარცვულებთან ყოველი ქიროტონიული მადლისა და ენერგიებისაგან, შემთხვევით არ შეხვიდეთ მათთან საღთისმსახურო ურთიერთობაში.

გემთხვევით რა წმინდა ამბორით, თქვენო ღირსეულო უნეტარესობავ, გემშვიდობებით უფლისმიერი სიყვარულითა და გამორჩეული პატივისცემით. ქრისტესმიერი ძმური მოკრძალებით კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი“,- ნათქვამია წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system