თავში

მსოფლიო ვარსკვლავებმა ჯანმო-ს მხარდასაჭერი კონცერტი გამართეს - VIDEO

მსოფლიო ვარსკვლავებმა ჯანმო-ს მხარდასაჭერი კონცერტი გამართეს
მსოფლიო ვარსკვლავებმა ჯანმო-ს მხარდასაჭერი კონცერტი გამართეს - VIDEO

შაბათს, 18 აპრილს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, "Global Citizen"-მა და ლედი გაგამ საქველმოქმედო კონცერტი "One World: Together at Home-ს" გამართეს, რომელიც მიზნად ისახავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხარდაჭერას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას ღებულობდნენ ბილი აილიში, პოლ მაკარტინი, ელტონ ჯონი, ლიზო, "ქოლდფლეის" ვოკალისტი კრის მარტინი, ჯონ ლეგენდი, ალანის მორისეტი, ტეილორ სვიფტი, სელინ დიონი და ჯენიფერ ლოპესი.

კონცერტის კურატორია ლედი გაგა, ხოლო წამყვანები, ჯიმი ფალონი, ჯიმი კიმელი და სტეფან კოლბერტი. გავრცელებული ცნობით, კონცერტის შედეგად შემოსული თანხა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის „სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system