თავში

მსოფლიოს ახალი პანდემია ელის - ჯანმო

​მსოფლიოს ახალი პანდემია ელის - ჯანმო
მსოფლიოს ახალი პანდემია ელის - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ შემდეგ პანდემიას ვირუსი Nipah, ანუ NiV გამოიწვევს. 

პირველად Nipah 1999 წელს მალაიზიაში, მეღორეობით დაკავებულ ფერმერებში აღმოაჩინეს. ამის შემდეგ სამხრეთ აზიაში დაავადების 12 აფეთქება დაფიქსირდა.

NiV-ის სიკვდილიანობა 40–75% შეადგენს. ამასთან, ვირუსი ძალიან მალე ვრცელდება. დაავადება, შესაძლოა, უსიმპტომოდ ვითარდებოდეს, ან სასიკვდილო ენცეფალიტი გამოიწვიოს. სამკურნალო პრეპარატები ჯერ გამოგონილი არ არის.

ვირუსის ბუნებრივი მატარებლები მფრინავი მელიები არიან. ისინი უმეტესად ჩინეთში, აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ახალ გვინეასა და ავსტრალიაში ბინადრობენ. ეს მელიები აფრიკაშიც არსებობს. ამასთან, თავად ეს ცხოველი Nipah-ით არ ავადდება.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები ინფიცირებული ღორებისგან ავადდებიან, ასევე ხილის მიღებით, რომელიც მფრინავი მელიების კვალს შეიცავს.

NiV პროფილაქტიკის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხილის კარგად გარეცხვას და ჭამამდე გაფცქვნის რჩევით გამოდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system