თავში

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი 118 წლის გახდა

​მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი 118 წლის გახდა
მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი 118 წლის გახდა

იაპონელი კანე ტანაკა, რომელიც პლანეტის ყველაზე ასაკოვან ქალბატონად ითვლება, დღეს 118 წელი შეუსრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NHK ავრცელებს.

ტანაკა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ქალის წოდებას 2018 წლიდან ასრულებს.

2021 წლის მაისში მან ტოკიოს თამაშებისთვის ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ესტაფეტაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. გეგმის მიხედვით, ტანაკამ ცეცხლით ხელში ინვალიდის ეტლით 200 მეტრი უნდა დაფაროს.

კანე ტანაკას შოკოლადი და გაზიანი სასმელები უყვარს. ის 1903 წლის 2 იანვარს დაიბადა და აპირებს, 120 წელი იცოცხლოს.

ბოლო მონაცემებით, ამჟამად იაპონიაში 100 წელს გადაცილებული 80 ათასი ადამიანი ცხოვრობს. აქედან 88 პროცენტი ქალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system