თავში

მსოფლიოს ყველაზე დაბალი კაცი გარდაიცვალა - PHOTO - VIDEO

მსოფლიოს ყველაზე დაბალი კაცი გარდაიცვალა
მსოფლიოს ყველაზე დაბალი კაცი გარდაიცვალა - PHOTO - VIDEO

მსოფლიოში ყველაზე დაბალი კაცი გარდაიცვალა. 27 წლის ნეპალელი ჰაგენდრა ტაპას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას გინესის წიგნი ავრცელებს. 

ჰაგენდრა ტაპა 1992 წელს ნეპალში დაიბადა, გინესის რეკორდების წიგნში კი 2010 წელს, 18 წლის ასაკში შევიდა. 2011 წელს ის ტურიზმის სფეროში ნეპალის კეთილი ნების ელჩად დანიშნეს. 

"როცა დაიბადა იმდენად პატარა იყო, რომ ხელის გულზეც კი გვეტეოდა, ამის გამო ძალიან გვიჭირდა მისი დაბანა" - იხსენებდა ჰაგენდრას მამა ინტერვიუში. 

ბოლო დროს მას აწუხებდა გული და პრობლემა ჰქონდა ფილტვებთან დაკავშირებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system