თავში

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მასკმა გეითსს გადაუსწრო

​მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მასკმა გეითსს გადაუსწრო
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მასკმა გეითსს გადაუსწრო

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში SpaceX-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა მეორე ადგილი დაიკავა და Microsoft-ის დამფუძნებელს, ბილ გეითსს გადაუსწრო. ასეთია Bloomberg Billionaires Index (BBI) მონაცემები.

მასკის ქონება 127.9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. წელიწადში ზრდამ 100.3 მილიარდი დოლარი შეადინა, რაც BBI-ის მიერ დაფიქსირებული რეკორდული წლიური მაჩვენებელია.

ბილ გეითსი რეიტინგში მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა.მისი კაპიტალი 127,7 მილიარდ დოლარად შეფასდა.

BBI–ს რეიტინგში პირველ ადგილზე Amazon–ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი რჩება. მისი ქონება დაახლოებით 182 მილიარდი დოლარია.

ასევე მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ხუთეულში მოხვდნენ Louis Vuitton Moët Hennessy-ს პრეზიდენტი ბერნარდ არნო და Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, რომელიც მეხუთე ადგილზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system