თავში

მსოფლიოს უდიდეს ვულკანში მაგმა მოძრაობს

​მსოფლიოს უდიდეს ვულკანში მაგმა მოძრაობს
მსოფლიოს უდიდეს ვულკანში მაგმა მოძრაობს

ჰავაიზე, მაუნა-ლოას ვულკანში, მეცნიერებმა მაგმის მოულოდნელი მოძრაობა შეამჩნიეს, რაც შესაძლოა ახალი ამოფრქვევის მაუწყებელი იყოს.

თანამგზავრული რადიო-დაკვირვების საფუძველზე დადგინდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მაგმა ნელ ნელა ქვედა ფენებიდან ზემოთ ამოდიოდა. ამავდროულად, ლავა ვულკანის აღმოსავლეთ ფლანგში მოძრაობდა, ხოლო მის მარჯვენა მხარეს ის არ დაძრულა. ამის გამო, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სადაც ლავა არ დაძრულა, იქ დიდი ენერგია იქნება აკუმულირებული, რამაც შეიძლება მიწისძვრა გამოიწვიოს.

მათი აზრით, ქვემოდან მომავალი ლავა უკვე თანდათან ვულკანის ზედა ფენებში გროვდება დიდი წნევით და თუ მაგმის ნაკადი არ შეჩერდება, ამან შესაძლოა ახალი ამოფრქვევა გამოიწვიოს.

მაუნა-ლოა მსოფლიოში ყველაზე დიდი ვულკანია. 1950 წლის ამოფრქვევის დროს, ლავამ სულ რაღაც 3 საათში მიაღწია დასახლებულ პუნქტებამდე. შესაბამისად, ვულკანი მოსახლეობისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რადგანაც მისი მოულოდნელი ამოფრქვევის შემთხვევაში, ადამიანების ევაკუაციისათვის საჭირო დრო არ იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system