თავში

მსოფლიოში 1.5 მილიარდზე მეტი აცრა ჩატარდა

მსოფლიოში 1.5 მილიარდზე მეტი აცრა ჩატარდა
მსოფლიოში 1.5 მილიარდზე მეტი აცრა ჩატარდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 1.5 მილიარდზე მეტი ვაქცინაა გამოყენებული.

უნივერსიტეტის გათვლებით, რომელიც ემყარება ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებს, აგრეთვე მედიასა და მთელ რიგ ღია წყაროებს, მსოფლიოში უკვე კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 506 193 159 აცრაა ჩატარებული.

ამასთან, 18 მაისს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირში 200 მილიონი დოზა ვაქცინა უკვე გამოყენებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროგაერთიანება ცდილობს სწრაფად მიუახლოვდეს დასახულ მიზანს, რაც ივლისის ბოლოსთვის უფროსი თაობის მოქალაქეების 70-%-ის სრულ ვაქცინაციას, ანუ 448-დან 255 მილიონი ადამიანის ორივე დოზით აცრას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system