თავში

მსოფლიოში 24 საათში COVID-19-ით 465 000 ადამიანი დაინფიცირდა

მსოფლიოში 24 საათში COVID-19-ით 465 000 ადამიანი დაინფიცირდა
მსოფლიოში 24 საათში COVID-19-ით 465 000 ადამიანი დაინფიცირდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა.  გასულ დღეს მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით 465 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 84 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია.

მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 7,863,531 ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 5,358,498 კოვიდინფიცირებული.

გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით 6,500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 1,153,176 ადამაინი ემსხვერპლა. მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 42,8 მილიონს აჭარბებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 26 503 -მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 193 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system