თავში

მსოფლიოში COVID-19-ის 478 614 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში COVID-19-ის 478 614 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში COVID-19-ის 478 614 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ კვირას გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 116 135 492-ს აჭარბებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსი 478 614 ადამიანს დაუდასტურდა.

COVID-19-ით ბოლო 24 საათში კიდევ 10 124 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც პანდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 581 976 მილიონამდე გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯანმოს სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ ქვეყნების მთავრობების მიერ ოფიციალურად დადასტურებულ მონაცემებს მოიცავს.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების 52%-ზე მეტი  ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის (251,483), შემდეგ მოდის ევროპა (154,926), მესამე ადგილზეა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი (30,332).

ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებლით შეერთებული შტატები ლიდერობს - 28 602 211 შემთხვევა. მას მოსდევს ინდოეთი (11 210 799), ბრაზილია (10 869 227), რუსეთი (4 312 181), დიდი ბრიტანეთი (4 213 347), საფრანგეთი (3 814 830), ესპანეთი (3,142,358), იტალია (3,046,762), თურქეთი (2,769,230), გერმანია (2,500,182), კოლუმბია (2,269,582) და არგენტინა (2,146,714).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system