თავში

მსოფლიოში COVID-19-ის 641 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში COVID-19-ის 641 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში COVID-19-ის 641 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 641 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში დაავადებას კიდევ 11 752 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსით სულ 58 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 1 383 349 გარდაიცვალა.

ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილს აშშ იკავებს (12,327,856 შემთხვევა). მეორე ადგილზეა ინდოეთი (9,092,344), მესამეზე ბრაზილია (6,020,164). კორონავირუსის პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან საფრანგეთი (2,109,170) და რუსეთი (2,064,748).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system