თავში

მსოფლიოში COVID-19-ის გამო შეზღუდვები მკაცრდება

მსოფლიოში COVID-19-ის გამო შეზღუდვები მკაცრდება
მსოფლიოში COVID-19-ის გამო შეზღუდვები მკაცრდება

მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, შეზღუდვები მკაცრდება.

ოფიციალური ინფორმაციით, ჰოლანდიაში რესტორნები და ბარები იკეტება. დროებით აკრძალულია სამოყვარულო სპორტი. ასევე საღამოობით ალკოჰოლის გაყიდვა იზღუდება.

დიდ ბრიტანეთში შემოღებულია შეზღუდვების სამსაფეხურიანი სისტემა. ქვეყანაში აცხადებენ, რომ აკრძალვები გარემოებიდან გამომდინარე გამკაცრდება. დიდ ბრიტანეთში პაბები და კაფეები 22:00 საათზე იკეტება. დაუშვებელია ექვს კაცზე მეტი ადამიანის შეკრება. განსაკუთრებით გამკაცრდა სიტუაცია ლივერპულში.

პეკინის ხელისუფლებამ შეზღუდა ქალაქში სტუმრების მიღების რაოდენობა, რომელთა მაქსიმალური რაოდენობა დღეში 500-ს არ უნდა აღემატებოდეს.

სლოვაკეთში სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. ქვეყანაში აიკრძალა მასობრივი ღონისძიებები.

უკრაინაში კაფეებისა და რესტორნების მუშაობა შეზღუდულია. სტუმრებმა 22:00 საათის შემდეგ უნდა დატოვონ ტერიტორია. უნივერსიტეტის სტუდენტები დისტანციური სწავლების მეთოდზე გადავიდნენ.

ჩეხეთში ყველა კინოთეატრი და ფიტნეს-ცენტრები ორი კვირით დაიხურა. კაფეები და რესტორნები მხოლოდ ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე მუშაობს და მაქსიმუმ ოთხ ადამიანს შეუძლია ერთად ჯდომა. ასევე აკრძალულია ექვსზე მეტი ადამიანის საქმიანი შეხვედრა.

იტალია, გერმანია და ბელგია ჯარიმების გაზრდას გეგმავენ იმ პირთათვის, რომლებიც პირბადეს არ ატარებენ. მათ დაწესებული კანონის დარღვევისთვის ჯარიმის სახით 1000 ევროს გადახდა მოუწევთ.

ოფიციალურად დასტურდება, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების რიცხვი თითქმის 90%-ით არის გაზრდილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system