თავში

მსოფლიოში COVID-19-ის ვაქცინის 1 მილიარდი დოზა გაკეთდა

მსოფლიოში COVID-19-ის ვაქცინის 1 მილიარდი დოზა გაკეთდა
მსოფლიოში COVID-19-ის ვაქცინის 1 მილიარდი დოზა გაკეთდა

25 აპრილის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 მილიარდზე მეტი დოზა გაკეთდა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

გამოცემის ცნობით, გლობალურად აცრის ტემპი დღეში საშუალოდ 18,3 მილიონ დოზას შეადგენს.

მსოფლიოში ადმინისტრირებული ვაქცინების 58 პროცენტი სამ ქვეყანაზე, კერძოდ აშშ-ზე, ჩინეთსა და ინდოეთზე მოდის. ხოლო, ასი ათას მოსახლეზე ვაქცინირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ისრაელია. 

Bloomberg-ის ცნობით, თუ აცრის ტემპი დღეში საშუალოდ 18,5 მილიონ დოზამდე გაიზრდება, მსოფლიო მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას კიდევ 19 თვე დასჭირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system