თავში

მსოფლიოში COVID-19-ით 116 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

მსოფლიოში COVID-19-ით 116 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული
მსოფლიოში COVID-19-ით 116 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

Worldometers-ის ბოლო მაჩვენებლებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 116,683,679-ს შეადგენს.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 29,593,704 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 11,192,088 ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 10,871,843 კოვიდინფიცირებული.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე რუსეთია (4,301,159). მეხუთეზე - დიდ ბრიტანეთი (4,207,304). 3 მილიონზე მეტი შემთხვევაა საფრანგეთში (3,859,102), ესპანეთში (3,149,012), იტალიაში (3,023,129).

2 მილიონს გადასცდა შემთხვევების რიცხვი თურქეთში (2,757,460), გერმანიაში (2,493,887), კოლუმბიაში, (2,269,582) არგენტინასა 2,141,854) და მექსიკაში 2,119,305). 

მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება პოლონეთში (1,766,490), ირანში (1,673,470), სამხრეთ აფრიკაში (1,518,979) უკრაინაში, (1,394,061), ინდონეზიაში (1,368,069), პერუში (1,358,294), ჩეხეთსა (1,299,002) და ნიდერლანდებში (1,110,213).

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 2,592,286 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 92,296,070 გამოჯანმრთელდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system