თავში

მსოფლიოში COVID-19-ით 150 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

​მსოფლიოში COVID-19-ით 150 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული
მსოფლიოში COVID-19-ით 150 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

Worldometers-ის ბოლო მაჩვენებლებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 150,256,130-ს შეადგენს.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 32,983,695 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 18,376,524 ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 14,523,807 კოვიდინფიცირებული.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე საფრანგეთი (5,565,852). მეხუთეზე - რუსეთი (4,787,273). მე-6 ადგილს თურქეთი (4,751,026) იკავებს. მას მე-7 ადგილზე დიდი ბრიტანეთი მოჰყვება - 4,411,797 ინფირიცებულით.

3 მილიონზე მეტი შემთხვევაა იტალიაში (3,994,894), ესპანეთსა (3,504,799) და გერმანიაში (3,351,474).

2 მილიონს გადასცდა შემთხვევების რიცხვი არგენტინაში (2,928,890), კოლუმბიაში, (2,824,626), პოლონეთში (2,776,927), ირანში (2,459,906) მექსიკასა (2,336,944) და უკრაინაში (2,059,465).

მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება პერუში (1,783,339), ინდონეზიაში (1,657,035), ჩეხეთში (1,626,033), სამხრეთ აფრიკაში (1,578,450) ნიდერლანდებში (1,481,323), კანადაში (1,202,737), ჩილეში (1,184,271), ერაყში (1,051,868), რუმინეთსა (1,051,779) და ფილიპინებში (1,020,495).

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 3,164,570 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 127,795,124 გამოჯანმრთელდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system