თავში

მსოფლიოში COVID-19-ით 230 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

​მსოფლიოში COVID-19-ით 230 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული
მსოფლიოში COVID-19-ით 230 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

22 სექტემბრის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 230 326 827 შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთია Worldometer–ის მონაცემები.

ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 38 907 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 096 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 4 722 911 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 207 033 588 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები (43 242 302), ინდოეთი (33 531 498) და ბრაზილია (21 247 094).

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system