თავში

მსოფლიოში COVID-19-ით 3 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიოში COVID-19-ით 3 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
მსოფლიოში COVID-19-ით 3 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

"Worldometers-ის" ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 013 613 აღწევს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე 140 582 280 ადამიანი დაინფიცირდა.

ინფიცირების მაჩვენებლების მიხედვით ლიდერთა სამეულში აშშ, ინდოეთი და ბრაზილია შედიან.

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების 579 942 შემთხვევა ფიქსირდება, ინფიცირებულთა რაოდენობა 32 305 912 აღწევს.

მეორე ადგილზეა ინდოეთი ინფიცირების 14 526 609 შემთხვევით, გარდაცვლილია 175 673 პაციენტი.

ბრაზილია მესამე ადგილს იკავებს. აქ COVID-19-ის 13 834 342 შემთხვევაა დადასტურებული. ეპიდემიას 369 024 ადამიანი ემსხვერპლა.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი 119 500 291-მა მილიონმა ინფიცირებულმა დაამარცხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system