თავში

მსოფლიოში COVID-19-ით 5,23 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა

​მსოფლიოში COVID-19-ით 5,23 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა
მსოფლიოში COVID-19-ით 5,23 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 264 231 311-მდე გაიზარდა. ამას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები მოწმობს.

მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან, COVID-19-ით ინფიცირების შემდეგ, 5 234 732 ადამიანი გარდაიცვალა.

იმ ქვეყნების სიაში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 20 მილიონზე მეტია, აშშ, ინდოეთი და ბრაზილია ლიდერობენ. აშშ-ში COVID-19-ის 48 832 268 შემთხვევა დადასტურდა, დაღუპულთა რაოდენობამ 785 910 შეადგინა.

ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა ინდოეთი, სადაც კორონავირუსის, 34 615 757 შემთხვევა და 470 115 გარდაცვალება დაფიქსირდა.

მესამე ადგილზეა ბრაზილია, სადაც პანდემიის დროს 22 118 782 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 615 179 გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system