Worldometers-ის ბოლო მაჩვენებლებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 75,283,201-ს შეადგენს.
ინფიცირებულთა მაჩვენებლით შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 17,626,770 შემთხვევა გამოვლინდა.
მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 9,979,447 ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 7,111,527 კოვიდინფიცირებული.
ინფიცირებულთა მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე რუსეთია (2,762,668). ორ მილიონზე მეტი შემთხვევაა საფრანგეთშიც (2,427,316). მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება თურქეთში (1,955,680), დიდ ბრიტანეთში (1,948,660), იტალიაში (1,906,377), ესპანეთში (1,805,633), არგენტინაში (1,524,372), კოლუმბიაში (1,468,795), გერმანიაში (1,438,438), მექსიკაში (1,289,298), პოლონეთსა (1,171,854) და ირანში (1,138,530).
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 1,668,359 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 52,853,158 გამოჯანმრთელდა.
პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.