თავში

მსოფლიოში COVID-19-ით 77 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

​მსოფლიოში COVID-19-ით 77 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული
მსოფლიოში COVID-19-ით 77 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

Worldometers-ის ბოლო მაჩვენებლებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77,172,352-ს შეადგენს.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 18,267,579 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 10,056,248 ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 7,238,600 კოვიდინფიცირებული.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე რუსეთია (2,848,377). ორ მილიონზე მეტი შემთხვევაა საფრანგეთში (2,473,354), დიდ ბრიტანეთსა (2,040,147) და თურქეთში (2,024,601). მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება იტალიაში (1,953,185), ესპანეთში (1,817,448), არგენტინაში (1,541,285), გერმანიაში (1,514,783), კოლუმბიაში (1,507,222), მექსიკაში (1,320,545), პოლონეთსა (1,202,700) და ირანში (1,158,384).

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 1,699,644 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 54,089,674 გამოჯანმრთელდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system