თავში

მსოფლიოში COVID-19-ით 78 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

​მსოფლიოში COVID-19-ით 78 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული
მსოფლიოში COVID-19-ით 78 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

Worldometers-ის ბოლო მაჩვენებლებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 78,366,297-ს შეადგენს.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 18,684,628 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 10,099,308 ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 7,320,020 კოვიდინფიცირებული.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე რუსეთია (2,906,503). ორ მილიონზე მეტი შემთხვევაა საფრანგეთში (2,490,946), დიდ ბრიტანეთსა (2,110,314) და თურქეთში (2,062,960). მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება იტალიაში (1,977,370), ესპანეთში (1,838,654), გერმანიაში (1,556,611), არგენტინაში (1,555,279), კოლუმბიაში (1,530,593), მექსიკაში (1,338,426), პოლონეთში (1,214,525), ირანსა (1,170,743) და პერუში (1,000,153).

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 1,724,039 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 55,128,559 გამოჯანმრთელდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system