თავში

მსოფლიოში COVID-19-ით 95 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

მსოფლიოში COVID-19-ით 95 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული
მსოფლიოში COVID-19-ით 95 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

Worldometers-ის ბოლო მაჩვენებლებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 95,086,112-ს შეადგენს.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 24,312,700 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 10,560,536 ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 8,456,705 კოვიდინფიცირებული.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე რუსეთია (3,568,209). მეხუთეზე - დიდ ბრიტანეთი (3,357,361). ორ მილიონზე მეტი შემთხვევაა საფრანგეთში (2,894,347), თურქეთში, (2,380,665) იტალიაში (2,368,733),  ესპანეთსა (2,252,164) და გერმანიაში (2,040,716). მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება კოლუმბიაში (1,891,034), არგენტინაში (1,791,979), მექსიკაში (1,630,258), პოლონეთში (1,435,582), ირანში (1,330,411), სამხრეთ აფრიკაში (1,325,659), უკრაინასა (1,160,682) და პერუში (1,060,567).

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 2,033,315 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 67,908,166 გამოჯანმრთელდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system