თავში

მსოფლიოში COVID 19-ით დაღუპულთა რიცხვი 270 ათასს აჭარბებს

​მსოფლიოში COVID 19-ით დაღუპულთა რიცხვი 270 ათასს აჭარბებს
მსოფლიოში COVID 19-ით დაღუპულთა რიცხვი 270 ათასს აჭარბებს

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების რიცხვმა 3 864 696-ს მიაღწია. ვირუსი გავრცელებულია 212 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. მსოფლიო პანდემიას უკვე ემსხვერპლა 270 020 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 1 292 672 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები ჩინეთში, კერძოდ ქალაქ ვუჰანში, ზღვის პროდუქტების ბაზრობის მახლობლად 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ჩინეთის მთავრობას მოსახლეობისათვის დაავადების რისკების შესახებ დეკემბრის ბოლომდე არ უცნობებია. ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფექციის თაობაზე მხოლოდ 31 დეკემბერს ეცნობა. თუმცა, მკვლევარების აზრით, დეკემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ამას მთავრობა ამჟღავნებდა და დაავადებულთა რიცხვი კი 1 000-ს აჭარბებდა.

ინფექცია ქალაქ ვუჰანიდან სწრაფად გავრცელდა ჩინეთში, ხოლო შემდგომ უკვე მთელ მსოფლიოს მოედო. იანვრის ბოლოს, ეპიდემია უკვე 26 ქვეყანაში იყო გავრცელებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system