თავში

მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 200,000-ს აჭარბებს

მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 200,000-ს აჭარბებს
მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 200,000-ს აჭარბებს

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსს 200,430 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3,331 პაციენტზე მეტი გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა. COVID-19-ით ინფიცირებულია 2,867,984 ადამიანი. 

გადაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება, სადაც 52,843 პაციენტი გადაიცვალა, ხოლო 929,841 ადამიანი დაინფიცირდა. 

აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზე იტალია გარდაიცვალა 26,384, ხოლო დაინფიცირდა 195,351 ადამიანი.

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 22,902-ს აღწევს, ინფიცირებულია 223,759 ადამიანი.

საფრანგეთში ეპიდემიას 22,245 პირი ემსხვერპლა, ხოლო 159,828 დაინფიცირდა.

კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებლით მეხუთე ადგილზე დიდი ბრიტანეთია, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობა 20,319-ს შეადგენს, ხოლო ინფიცირებული 148,377 ადამიანია.

საქართველოში კორონავირუსს 5 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 456-ს შეადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system