თავში

მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი ერთ კვირაში 93 ათასს ადამიანს გადააჭარბა

​მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი ერთ კვირაში 93 ათასს
მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი ერთ კვირაში 93 ათასს ადამიანს გადააჭარბა

გასულ კვირას COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 93 ადამიანს გადააჭარბა, რაც იმის წინა 7 დღის მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიულეტენშია აღნიშნული.

26 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით მსოფლიოში გარდაცვალების 93 523 ფაქტი დაფიქსირდა.

ამასთან, COVID-19-ით ინფიცირების რიცხვმა 153,18 მილიონს გადააჭარბა. ბოლო დღე-ღამეში 644 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system