თავში

მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირების შემთხვევები 600,000-ს აჭარბებს

მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირების შემთხვევები 600,000-ს აჭარბებს
მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირების შემთხვევები 600,000-ს აჭარბებს

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 601 478-ს მიაღწია. თუმცა, ბევრ ქვეყანაში, COVID 19-ზე ტესტირებას მხოლოდ იმ პირებს უტარებენ, ვისი ინფიცირების ალბათობაც უფრო დიდია. შესაბამისად, როგორც The Guardian იუწყება, სავარაუდოა, რომ რეალურად გაცილებით მეტი პირი იყოს ინფიცირებული.

ბოლო მონაცემებით, COVID 19-ს 27 862 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 131 826 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა რაოდენობით, სტატისტიკურად პირველი ადგილი აშშ-ს უჭირავს, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 104 837-ს შეადგენს. შემდეგ მოდის იტალია - 86 498 დადასტურებული შემთხვევით. შემდეგ კი ჩინეთი, სადაც 81 948 ადამიანი დაინფიცირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system