თავში

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 194 მილიონს აჭარბებს

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 194 მილიონს აჭარბებს
მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 194 მილიონს აჭარბებს

Worldometers-ის ბოლო მაჩვენებლებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 194,204,417-ს შეადგენს.

ამავე წყაროს მიხედვით, COVID-19-ს მსოფლიოში 4,163,376 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 176 მილიონს აღემატება.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 13,767,603 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 35,283,075 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 31,332,159 ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 19,632,443 კოვიდინფიცირებული.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე რუსეთი - 6,102,469 შემთხვევა. 

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system