თავში

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 40 მილიონს აღწევს

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 40 მილიონს აღწევს
მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 40 მილიონს აღწევს

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 40 მილიონს უახლოვდება.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 18 ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ის ინფექციით 39,964,070 ადამიანია ინფიცირებული. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას მსოფლიოში სულ 1,114,700 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით აშშ, ინდოეთი და ბრაზილია ლიდერობენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ კორონავირუსის 8 342 665 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 224,282-ს აღწევს.

მეორე ადგილზეა ინდოეთი, სადაც 7,494,551 ადამიანია ინფიცირებული. COVID-19-ით 114 064 პაციენტი გარდაიცვალა.

მესამე ადგილზეა ბრაზილია 5,224,362 ინფიცირებულით. დაავადებას სულ 153 690 ადამიანი ემსხვერპლა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 17 477-მდე გაიზარდა. გასული 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილთა რაოდენობა136-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system