თავში

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 190 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 190 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 190 მილიონს გადააჭარბა

17 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 190 მილიონს გადააჭარბა. 

Worldometers-ის სტატისტიკის თანახმად, COVID-19-ს დღემდე მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 173.5 მილიონს აჭარბებს.

ამასთან, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 12.7 მილიონი აქტიური შემთხვევაა. 

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system