
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მსოფლიო მასშტაბით 3 116 680-ს მიაღწია. გარდაიცვალა 217 000 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 928 712 პაციენტი.
ვირუსის გავრცელებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. აქ კორონავირუსით 1,035,765 ადამიანი დაინფიცირდა, ესპანეთში - 232,128, იტალიაში - 201,505, საფრანგეთში - 165,911 და დიდ ბრიტანეთში - 161,145.
აშშ-ში გარდაიცვალა 59 266ადამიანი, იტალიაში -27 359ადამიანი, ესპანეთში - 23 822, საფრანგეთში - 23 660 და დიდ ბრიტანეთში - 21 678.
კორონავირუსი 210 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული.
თეკო გიორგაძე
ავტორი