თავში

მსოფლიოში COVID-19-ს ერთ დღეში 12,161 ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიოში COVID-19-ს ერთ დღეში 12,161 ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიოში COVID-19-ს ერთ დღეში 12,161 ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 64,6 მილიონს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 1,5 მილიონს აღწევს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, გასული 24 საათის განმავლობაში, 12,161-ით გაიზარდა და 1,524,473-ს მიაღწია.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 628,592 ადამიანი დაინფიცირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 64,603,428-მდე გაიზარდა.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 14,772,535 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 9,608,418 ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 6,534,951 კოვიდინფიცირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system