თავში

მსოფლიოში COVID-19-ზე 300 მილიონი ადამიანი აიცრა

მსოფლიოში COVID-19-ზე 300 მილიონი ადამიანი აიცრა
მსოფლიოში COVID-19-ზე 300 მილიონი ადამიანი აიცრა

მსოფლიოში კორონავირუსზე ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ დროისათვის უკვე თითქმის 300 მილიონი ადამიანი აიცრა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

გამოცემის ცნობით, ვაქცინირებულთა რაოდენობით შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც უკვე 87,9 მილიონი დოზაა გაცემული.

მეორე ადგილზეა ჩინეთი 52.5 მილიონი ინექციით, მესამეზე ევროკავშირი, სადაც 39,8 მილიონი ადამიანია აცრილი.  ხუთეულში შედის დიდი ბრიტანეთი (22,9 მილიონი) და ინდოეთი (20,7 მილიონი).

ყოველ ას სულ მოსახლეზე ვაქცინირებულთა მაჩვენებლით ისრაელი ლიდერობს. შემდეგ მოდის სეიშელის კუნძულები, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მალდივები და გაერთიანებული სამეფო .

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system