თავში

მსოფლიოში ეპიდვითარება უარესდება

მსოფლიოში ეპიდვითარება უარესდება
მსოფლიოში ეპიდვითარება უარესდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 4,550,837 შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 11%-ით მეტია. 

ზედიზედ მეშვიდე კვირაა, რაც მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი მატულობს. შესაბამისად გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობაც. 5 აპრილიდან, 11 აპრილამდე კორონავირუსით სულ 76,773 პაციენტი გარდაიცვალა, რაც 7%-ით მეტია, ვიდრე წინა კვირის მაჩვენებელი.

ინფიცირებულთა ზრდა განსაკუთრებით შეინიშნებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. სიკვდილიანობა გაიზარდა წყნარი ოკეანის რეგიონში (189%-ით მეტი), სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (47%-ით მეტი), აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში (19%-ით მეტი) და ევროპაში (7%-ით მეტი).

ევროპაში შვიდი დღის განმავლობაში 1,6 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 26 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, 1,4 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 36 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში  კორონავირუსით 965 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 6 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system