თავში

მსოფლიოში კორონავირუსი მცირდება - ჯანმო

​მსოფლიოში კორონავირუსი მცირდება - ჯანმო
მსოფლიოში კორონავირუსი მცირდება - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინფორმაციით, გლობალური თვალსაზრისით დედამიწაზე გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების და სიკვდილიანობის შემთხვევები მცირდება.

ინფორმაციას ორგანიზაცია საკუთარ ყოველკვირეულ ანგარიშში ავრცელებს.

ჯანმო-ს განცხადებით, ბოლო კვირის განმავლობაში მსოფლიოში კოვიდინფიცირების 4 809 520 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 12%-ით შემცირებულია. ხოლო სიკვდილიანობის შემთხვევები კი 5%-ით არის შემცირებული.

პოზიტიური ტენდენცია მსოფლიოში ბოლო სამი კვირის განმავლობაში ფიქსირდება, თუმცა ამისდა მიუხედავად, ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალ ნიშნულზეა პანდემიის დაწყების მომენტის შემდეგ.

გასული კვირის განმავლობაში, კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინდოეთში დაფიქსირდა (2 387 663 შემთხვევა) , ასევე მძიმე სიტუაციაა ბრაზილიაში (437 076) და აშშ-ში (235 638) 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system