თავში

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 70 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 70 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 70 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 70 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 70 000 538 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 589 964 ადამიანი, ხოლო 45 066 004 გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 15 746 026 შემთხვევაა გამოვლენილი და 293 785 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system