თავში

მსოფლიოში კორონავირუსის თითქმის 208 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა

​მსოფლიოში კორონავირუსის თითქმის 208 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა
მსოფლიოში კორონავირუსის თითქმის 208 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა

16 აგვისტოს დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 207 993 343 შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთია Worldometer–ის მონაცემები.

კერძოდ, დაფიქსირდა 4 3474 916 გარდაცვალება, 186 456 626 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 44,804 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 596 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები (37,466,718), ინდოეთი (32,225,175) და ბრაზილია (20,364,009).

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system