თავში

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 450 ათასს გადააჭარბა

​მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 450 ათასს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 450 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 450 ათასს გადააჭარბა. მონაცემები ჯონ ჰოპკინსის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირების 8 391 551 შემთხვევაა დადასტურებული. პანდემიას 450 137 ადამიანი ემსხვერპლა. 4 102 427 გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების ტემპებით პირველ ადგილზე აშშ რჩება. აქ COVID-19-ით 2,173,256 ადამიანი ინფიცირებული. 117,972 გარდაიცვალა.

მეორე ადგილზეა ბრაზილია, აქ COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 955,377, გარდაიცვალა 46,510 ადამიანი.

მესამე ადგილზეა რუსეთი აქ ინფიცირების 560,321 შემთხვევაა გამოვლენილი, 7,650 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები ჩინეთში, კერძოდ ქალაქ ვუჰანში, ზღვის პროდუქტების ბაზრობის მახლობლად 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ჩინეთის მთავრობას მოსახლეობისათვის დაავადების რისკების შესახებ დეკემბრის ბოლომდე არ უცნობებია. ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფექციის თაობაზე მხოლოდ 31 დეკემბერს ეცნობა. თუმცა, მკვლევარების აზრით, დეკემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ამას მთავრობა ამჟღავნებდა და დაავადებულთა რიცხვი კი 1 000-ს აჭარბებდა.

ინფექცია ქალაქ ვუჰანიდან სწრაფად გავრცელდა ჩინეთში, ხოლო შემდგომ უკვე მთელ მსოფლიოს მოედო. იანვრის ბოლოს, ეპიდემია უკვე 26 ქვეყანაში იყო გავრცელებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system