თავში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 164,2 მილიონს მიაღწია

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 164,2 მილიონს მიაღწია
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 164,2 მილიონს მიაღწია

მსოფლიოში 18 მაისის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე სულ კორონავირუსის 164,283,440 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 3,404,746 ფატალური შედეგით დასრულდა, ხოლო COVID-19-ისგან 143,021,999 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ Worldometer  იუწყება.

კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის ტოპ სამეულში შედის აშშ (33,747,439), ინდოეთი (25,228,996) და ბრაზილია (15,661,106).

შეგახსენებთ, რომ ყველაზე დაძაბული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ახლა ინდოეთშია.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system