თავში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 468 ათასს გადააჭარბა. მონაცემები ჯონ ჰოპკინსის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირების 9 005 326 შემთხვევაა დადასტურებული. პანდემიას 468 712 ადამიანი ემსხვერპლა. 4 786 569. გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების ტემპებით პირველ ადგილზე აშშ რჩება. აქ COVID-19-ით 2 347 701ადამიანია ინფიცირებული.

მეორე ადგილზეა ბრაზილია, აქ COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 073 376 აღწევს.

მესამე ადგილზეა რუსეთი აქ ინფიცირების 585 680 შემთხვევაა გამოვლენილი,

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები ჩინეთში, კერძოდ ქალაქ ვუჰანში, ზღვის პროდუქტების ბაზრობის მახლობლად 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ჩინეთის მთავრობას მოსახლეობისათვის დაავადების რისკების შესახებ დეკემბრის ბოლომდე არ უცნობებია. ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფექციის თაობაზე მხოლოდ 31 დეკემბერს ეცნობა. თუმცა, მკვლევარების აზრით, დეკემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ამას მთავრობა ამჟღავნებდა და დაავადებულთა რიცხვი კი 1 000-ს აჭარბებდა.

ინფექცია ქალაქ ვუჰანიდან სწრაფად გავრცელდა ჩინეთში, ხოლო შემდგომ უკვე მთელ მსოფლიოს მოედო. იანვრის ბოლოს, ეპიდემია უკვე 26 ქვეყანაში იყო გავრცელებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system