თავში

მსოფლიოში კორონავირუსით მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიოში კორონავირუსით მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
მსოფლიოში კორონავირუსით მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1,000,175-ს შეადგენს, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 33 მილიონს აღემატება. 

როგორც ინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილთა მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს აშშ იკავებს, სადაც ეპიდემის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას 209,230 ადამიანი ემსხვერპლა.

გარდაცვლილთა მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ბრაზილია (141,441 გარდაცვლილი), შემდეგ მოდის ინდოეთი (94,971 გარდაცვლილი), მექსიკა (76,243 გარდაცვლილი), დიდი ბრიტანეთი (41,971 გარდაცვლილი).

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system