თავში

მსოფლიოში კორონავირუსით უკვე მილიონი ადამიანი დაინფიცირდა

მსოფლიოში კორონავირუსით უკვე მილიონი ადამიანი დაინფიცირდა
მსოფლიოში კორონავირუსით უკვე მილიონი ადამიანი დაინფიცირდა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1,000,168-ს აღწევს, ხოლო ინფექციამ 51,354 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები ჩინეთში, კერძოდ ქალაქ ვუჰანში, ზღვის პროდუქტების ბაზრობის მახლობლად 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ჩინეთის მთავრობას მოსახლეობისათვის დაავადების რისკების შესახებ დეკემბრის ბოლომდე არ უცნობებია. ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფექციის თაობაზე მხოლოდ 31 დეკემბერს ეცნობა. თუმცა, მკვლევარების აზრით, დეკემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ამას მთავრობა ამჟღავნებდა და დაავადებულთა რიცხვი კი 1 000-ს აჭარბებდა.

ინფექცია ქალაქ ვუჰანიდან სწრაფად გავრცელდა ჩინეთში, ხოლო შემდგომ უკვე მთელ მსოფლიოს მოედო. იანვრის ბოლოს, ეპიდემია უკვე 26 ქვეყანაში იყო გავრცელებული.

1-ლი მარტის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების ათასობით შემთხვევები დადასტურდა იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში.

სულ, ეპიდემია 202 ქვეყანაში არის გავრცელებული.

ინფიცირებულთა რაოდენობით, პირველ ადგილს შეერთებული შტატები იკავებს, სადაც 236,036 პირია დაავადებული. მეორე ადგილზეა იტალია - 115,242 ინფიცირებული, ხოლო მესამეზე ესპანეთი, სადაც COVID-19-ით 110,238 ადამიანი დაავადდა.

საქართველოში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

ამ დროისთვის, საქართველოში 134 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system