თავში

მსოფლიოში კორონავირუსზე 292 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი

მსოფლიოში კორონავირუსზე 292 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი
მსოფლიოში კორონავირუსზე 292 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსზე 292 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი. ამასთან, ყოველდღიურად ვაქცინაცია დამატებით საშუალოდ 6.49 მილიონ ადამიანს უტარდება. 

ვაქცინის ორივე დოზა, რაც დაავადებისგან სრულ დაცვას გულისხმობს, უკვე მიიღო 63 მილიონმა ადამიანმა, რაც მთელი მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 0.81%-ს შეადგენს. 

ვაქცინირებულთა რაოდენობით პირველ ადგილს აშშ იკავებს, სადაც ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა 85 მილიონ ადამიანს. მსოფლიო სამეულშია ასევე ჩინეთი - 52.5 მილიონი ადამიანით, შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი - 22.4 მილიონი ადამიანი.

ინდოეთის ხელისუფლებამ უკვე აცრა 19.5 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო ბრაზილიაში ვაქცინირებულთა რიცხვი 10.2 მილიონს აჭარბებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system