თავში

მსოფლიოში კოვიდ-შემთხვევების ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა

​მსოფლიოში კოვიდ-შემთხვევების ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა
მსოფლიოში კოვიდ-შემთხვევების ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა

წინა დღე-ღამის განმავლობაში, 12 იანვარს, მსოფლიოში კორონავირუსის რეკორდული 3,1 მილიონი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები Worldometers-ის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

კორონავიეუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ში (814 ათასი), საფრანგეთში (361 ათასი), ინდოეთში (247 ათასი), იტალიაში (196 ათასი).

საქართველო კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობით მსოფლიო სტატისტიკით 49-ე ადგილზეა.

ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში, რუსეთსა და პოლონეთში დაიღუპა.

13 იანვრის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 317 694 760 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 5 531 387ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 262 912 641 გამოჯანმრთელდა. 

კორონავირუსი 221 ქვეყანაში და ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system