თავში

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 280 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 280 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 280 მილიონს გადააჭარბა

27 დეკემბრის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 280 338 450 შემთხვევა დაფიქსირდა. Report.ge-ს ცნობით, ასეთია Worldometers–ის მონაცემები.

ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 385 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეს უკვე 17 975 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 5 416 732 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 250 368 764 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები (53 222 424), ინდოეთი (34 793 333) და ბრაზილია (22 239 436). ხუთეულშია ასევე ბრიტანეთი (11 891 292) და რუსეთი (10 392 020).

კორონავირუსი 221 ქვეყანაში და ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system