თავში

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 320 მილიონს გადააჭარბა

​მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 320 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 320 მილიონს გადააჭარბა

5 იანვრის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 320 960 551შემთხვევა დაფიქსირდა. Report.ge-ს ცნობით, ასეთია Worldometers–ის მონაცემები.

ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 3 220 785 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეს უკვე 238 902 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 5 539 210 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 264 112 115 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები (65 236 475), ინდოეთი (36 582 129) და ბრაზილია (22 815 827). ხუთეულშია ასევე ბრიტანეთი (14 967 817) და საფრანგეთი (13 240 304). მე-6 ადგილზეა რუსეთი (10 723 305). მე-7-ს თურქეთი იკავებს.

კორონავირუსი 221 ქვეყანაში და ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system