თავში

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 62 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 62 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 62 მილიონს გადააჭარბა

Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 62,592,000-ს შეადგენს.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 13,610,357 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 9,393,039 ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 6,290,272 კოვიდინფიცირებული.

მეოთხე ადგილზე რუსეთი დაბრუნდა (2,242,633). მილიონზე მეტი შემთხვევაა საფრანგეთში (2,208,699), ესპანეთში (1,646,192), დიდ ბრიტანეთში (1,605,172), იტალიაში, (1,564,532), არგენტინაში, (1,413,375), კოლუმბიაში (1,299,613), მექსიკასა (1,100,683) და გერმანიაში (1,041,970).

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 1,458,485 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 43,203,107 გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system