თავში

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 66 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 66 მილიონს გადააჭარბა

Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 66,585,343-ს შეადგენს.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 14,839,126 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 9,636,741 ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 6,536,245 კოვიდინფიცირებული.

მეოთხე ადგილზე რუსეთი დაბრუნდა (2,431,731). მილიონზე მეტი შემთხვევაა საფრანგეთში (2,268,552), ესპანეთში (1,699,145), დიდ ბრიტანეთში (1,705,971), იტალიაში (1,709,991), არგენტინაში (1,454,631), კოლუმბიაში (1,352,607), მექსიკაში, (1,156,770) გერმანიაში (1,159,179), პოლონეთსა (1,054,273) და ირანში (1,028,986).

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 1,530,362 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 46,063,829 გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system