თავში

მსოფლიოში მილიარდზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია - გუტიერეში

​მსოფლიოში მილიარდზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობ
მსოფლიოში მილიარდზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია - გუტიერეში

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გზავნილი გაავრცელა.

"შშმ პირთა უფლებების, ნების თავისუფლებისა და ლიდერობის გაცნობიერება ჩვენს საერთო მომავალს გააუმჯობესებს. მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ჩვენ გვჭირდება, რომ ყველამ, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, ამ მუშაობაში მონაწილეობა მივიღოთ. მთელ მსოფლიოში შშმ პირები და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციები მოწოდების განსახორციელებლად ზომებს იღებენ: "არაფერი, რაც გვეხება, ჩვენი მონაწილეობის გარეშე არ კეთდება“, - აღნიშნულია მიმართვაში.

გუტიერეშმა ხაზი გაუსვა, რომ COVID-19-მა გამოაშკარავა ბარიერები და უთანასწორობა, რომელსაც მსოფლიოში 1 მილიარდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი აწყდება. პანდემიით ყველაზე მეტად ისინი დაზარალდნენ.

"პანდემიაზე რეაგირების ზომები, რომლებიც შშმ პირების ინტერესებს ითვალისწინებს და აღდგენა თავად შშმ პირების ხელმძღვანელობით უნდა განხორციელდეს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პარტნიორული ურთიერთობები და ხელი უნდა შეეწყოს უსამართლობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლას, ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებასა და ინსტიტუტების გაძლიერებას COVID-19-ის შემდეგ უფრო ინკლუზიური, ხელმისაწვდომი და მდგრადი სამყაროს შესაქმნელად", - აღნიშნულია მიმართვაში.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ყველა ქვეყანას მოუწოდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია სრულად შეასრულონ, ხელმისაწვდომობა გააუმჯობესონ, სამართლებრივი, სოციალური, ეკონომიკური და სხვა ბარიერები მოხსნან.

"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, მოდით, ავიღოთ ჩვენს თავზე ვალდებულება, რომ ავაშენოთ მდგრადი, ინკლუზიური და სამართლიანი მომავალი ყველასთვის, ისე, რომ უკან არავინ მოვიტოვოთ!”, - დასძინა გუტიერეშმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system