თავში

მსოფლიოში საახალწლო ღონისძიებები ან გაუქმდა, ან შეზღუდვებით გაიმარება

მსოფლიოში საახალწლო ღონისძიებები ან გაუქმდა, ან შეზღუდვებით გაიმარება
მსოფლიოში საახალწლო ღონისძიებები ან გაუქმდა, ან შეზღუდვებით გაიმარება

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საახალწლო ღონისძიებები ან გაუქმდა, ან შეზღუდვებით გაიმარება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მისი ცნობით, კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელებამ არაერთი ქვეყანა აიძულა, ახალი რეგულაციები დაეწესებინა და სადღესასწაულო ღონისძიებები გაეუქმებინა.

ნიუ-იორკში ბროლის ბურთის დაშვებას ახალი წლის ღამეს მოქალაქეები შეზღუდული რაოდენობით დაესწრებიან. აქ კოვიდპასპორტის წარდგენა იქნება საჭირო.

ლონდონში საახალწლო ფოირვერკს არ გაუშვებენ. ამ სანახაობის გარეშე იქნება მოსახლეობა პარიზში, ციურიხში, ბრიუსელში, რომსა და ვარშავაშიც.

არ გაიმართება მასშტაბური კონცერტებიც.

საახალწლო ღონისძიებები გაიმართება ავსტრალიასა და ბრაზილიაში.

ინდოეთში კი ახალი წლის ღამეს "კომენდანტის საათი" იმოქმედებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system