თავში

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა - ილჰამ ალიევი

​მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა - ილჰამ ალიევი
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა - ილჰამ ალიევი

ომის დამთავრებიდან და აზერბაიჯანის გამარჯვებიდან 1 წელი გავიდა. ჯამში, პოსკონფლიქტური პერიოდი მშვიდად მიმდინარეობს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა.

"აზერბაიჯანმა თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია შეასრულა. აზერბაიჯანმა სომხეთთან კონფლიქტი სამხედრო-პოლიტიკური გზით გადაწყვიტა", - განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მზადაა, ოღონდ ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარების პირობით.

"აზერბაიჯანი, როგორც გამარჯვებული ქვეყანა, ურთიერთობების ნორმალიზაციითვის მზადაა. იმედი გვაქვს, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა ამ ისტორიულ შანსს ხელიდან არ გაუშვებს", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ალიევის თქმით, ამჟამად აზერბაიჯანის წინაშე მდგარი გამოწვევები გათავისუფლებული ტერიტორიების განაღმვას და დანგრეული ინფრასტრუქტურისა და აზერბაიჯანული ისტორიული ძეგლების აღდგენას ეხება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ომის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის 150-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა, ან ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიჭრა.

"სომხეთი დანაღმული ველების საგზაო რუკების გადმოცემაზე უარს აცხადებს. ასეთი რუკების იმ მცირე რაოდენობას, რომელიც აზერბაიჯანს გადაეცა, 25% სიზუსტე აქვს", - განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე თითქმის 30-წლიანი ოკუპაციის შედეგად თითქმის ყველა შენობა და ისტორიული ძეგლი დანგრეულია.

"გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 67 მეჩეთიდან 65 მთლიანად განადგურდა; დანარჩენ ორ დანგრეულში ოკუპანტები ღორებსა და ძროხებს ინახავდნენ და მუსულმანების გრძნობები განზრახ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ქალაქ ფიზულში და ფიზულის რაიონის ყველა სოფელში შენობები და სახლები 100%–ით განადგურდა. იგივეა ქალაქ აღდამში და აღდამის რეგიონში. ქალაქ აღდამს "კავკასიის ჰიროშიმა" ეწოდება.

ჯებრაილის რაიონში მხოლოდ ორი შენობა დარჩა ხელუხლებელი, სადაც სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ განთავსებულნი”, - განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system